ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ყველა და ყველაფერი მკიდია და ვარსებობ მარტო მე
და მიხარია რომ ვარსებობ და ისიც მიხარია რომ იმ ღამეს თავში არ მომხვდა დიდი აგური
და არ გამაფრთხობინა ცოდვილი სული :D თუმცა რაც მოხდა უდავოდ საშინელებაა და
გახსენებაზეც კი მაჟრიალებს :|
ცოტა ხანი დავივიწყოთ ეს და მივუბრუნდეთ ჩემს განწყობას :D
რატომ ვარ ასეთ განწყობაზე? :)
1-ლი იმიტომ რომ ბევრი მეძინა და კაარგად
მე-2 იმიტომ რომ დილას თვალი რომ გავახილე ფეთიანივით არ წამოვხტი აერობიკის გაკვეთილზე შესასვლელად
მე-3 იმიტომ რომ ავდექი თუ არა ანა მოვიდა, ჩამეხუტა და ბეევრი მაკოცა . სითბო ჩემი უსაყვარლესი ადამიანისგან ძალიან მახალისებს და მახარებს . ვაფშე ყველაზე მაგარი და რომ მყავს ამას აღნიშვნაც არ უნდა ალბათ :))
მე-4 იმიტომ რომ ადგომისთანავე ძალიან გემრიელად ვჭამე დედაჩემის მიერ გაკეთებული უგემრიელესი შემწვარი კარტოფილი ( მარტო დედაჩემმა იცის კარტოფილის ასე მაგრად შეწვა)
მე-5 იმიტომ რომ დღეს ძალიან მაგარი ადამიანი აღმოვაჩინე საკუთარ სფეისზე , თურმე დამატებული ყავდა ბექას :)) ჩემი უსაყვარლესი და უძველესი მეგობარი მაარიამი, რომელიც ძალიან მიყვარს და მასთან ურთიერთობა ძალიან მახალისებს და დადებითი ემოციებით მავსებს, რაც მთავარია საერთოდ არ მგრუზავს რაც ძალიან დიდი იშვიათობაა ჩემთვის :)
კიდევ არსებობს რამდენიმე მიზეზი , მაგრამ აღარ გავგრძელებს მიზეზებზე საუბარს :))

ერთადერთი ის მაწუხებს, რომ სიცხე მაქვს და მშიერი კნუტივით ვგდივარ და ვასავსავებ თვალებს ( ზოგადად ხელებს ასავსავებენ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში იყოს - თვალები :D )
ეხლა ჩემ ძმაკაცებს ველოდები, რომლებიც ძალიან მომენატრნენ და დეპრესიების და ათასი სირობების გამო არ ვნახულობდი და ეხლა ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ამათ :)
საკუთარ თავს ვამჩნევ რომ სახლიდან გასვლას ვერიდები და რა მჭირს არ ვიცი, ვინც მიცნობს ყველამ იცის რომ მე სახლში საერთოდ არასდროს არ ვარ და თუ გინდა რომ სახლში დამიჭირო უნდა მოხვიდე ღამის 3-4 საათიდან დილის 12-მდე . მაგრამ ეხლა პირიქითაა რატომღაც , მემგონი კომპლექსი მაქვს და მალე გადავლახავ ამ კომპლექსსაც :)
ეხლა ბიჭები ( და ალბათ გოგოებიც ) რომ მოვლენ , ძაალიან ბევრს ვილაპრაკებ, ძაალიან ბევრს დავლევ, ძაალიან ბევრს მოვწევ და ცოტას შევჭამ და ბოლოს გონებას დავკარგავ ალბათ და ხვალ დილას თავი აღარ მექნება ვაფშე :D სამსახურზე რას ვაპირებ არ ვიცი, ვიტყვი რომ ავად ვარ და ვერ დავდივარ :D გავაფერისტებულვარ , ეხლა შევამჩნიე საკუთარ თავს, აფერისტი ჯაზმანა :D :))) ამმენტ აფერისტი რატომ, მართლა ავად ვარ და სიცხიანი გარეთ გასვლა კიდევ მააგრად ტეხავს, როდის დავეცემი და სად კაცმა არ იცის :D
დაცემაზე ჩემი აწ ექს შეყვარებული გამახსენდა :D სამწუხაროა რომ ტელეფონზე დარეკვა და მოკითხვა მეზარება, თორემ დავურეკავდი, ვიცი რომ ელოდება ჩემს ზარს, 3-4 დღეში რომ არ დამეზარება დავურეკავ :)) შერიგებით არ შემირიგდება ალბათ , მაგრამ იმედია რომ მეგობრობას მაინც გავაგრძელებთ :D ისე მაგარ უაზრობაზე კი დამშორდა, მაგრამ არაუშავს, ინანებს და მერე გვიანი იქნება :D :D :D
ხო ეხლა ამაზე ნესი გამახსენდა და მომნატრებია თურმე, ჩემ ექს შეყვარებულს კი არ გავს, მირეკავს ყოველდღე და ყურადღებას გამოხატავს და მაგრძნობინებს რომ არ ვკიდივარ :D ესეც სასიამოვნოა :)) იმიტომ რომ არც მე მკიდია, უბრალოდ ცოტა ხანი მეზარება , თუ დაიცდის კარგს, იზავს :)) საერთოდ ჩემთან მიმართებაში მოთმინების უნარს ვინც იჩენს, ბევრს იგებს :) მხოლოდ გოგოებს არ ვგულისხმობ, ზოგადად ვამბობ :D მაგრამ ისიც აღსანიშნავია რომ ჩემ გაძლებას და მოთმენას დიდი ნერვები ჭირდება და ნერვები კიდე ვის აქვს აბა :D
კააროჩე რთულია ჩემთან ურთიერთობა, ვიცი, მარა რა ვუყო :D უფრო და უფრო ვმძიმდები და რა მიხარია კაცმა არ იცის :D
ბევრი ვწერე , მოვიდნენ ესენიც და წავედი მე სალოთაოდ :)))

